Saturday, December 19, 2009

სასწავლო პროექტი

1. პროექტის სახელი:
შიდსი

2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:
პროექტი ეხება მსოფლიოში გავრცელებულ ვირუსულ ავადმყოფობას ადამიანის იმუნოდეფიციტური სინდრომის ვირუსს. ეს თემა დღეს ძალიან მნიშვნელოვანია.

3. პროექტის სრული აღწერა:
მოსწავლეთა პირველი ჯგუფი ამუშავებს ამ ვირუსის მსოფლიოში გავრცელების შესახებ ინფორმაციას, წარმოადგენენ სტატისტიკურ მონაცემებს, მისი გავრცელების სიხშირეს საქართველოში.
მეორე ჯგუფი წარმოადგენს ვირუსის აგებულების ,მისი ადამიანის უჯრედში შეღწევის მექანიზმების და დაავადების სიმპტომების შესახებ მასალას.
მესამე ჯგუფი წარმოადგენს ინფორმაციას ვირუსით დაავადების გზებზე, რისკჯგუფებზე, ამ დაავადებისაგან თავის დაცვის საშუალებებზე . ასევე სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ პრევენციულ ღონისძიებებზე.

4. მონაწილეთა ასაკი:
თოთხმეტი-ჩვიდმეტი

5. ვადები/ ხანგრძლივობა:
ორი თვე

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
მოსწავლეები ჩართულნი არიან დისკუსიაში , მასალების მოძიებაში(სამედიცინო ლიტერატურა, ინტერნეტი, შიდსის ეროვნული ცენტრი) და კამათში. მონაწილეობენ პრეზენტაციის წარმართვაში.

7. მოსალიდნელი შედეგები/ პროდუქტები,რაც შეიძლება, შეიქმნას:
სლაიდები, პლაკატები, ბუკლეტები შიდსის ვირუსის ემბლემით. შეიქმნა ბლოგი სადაც, მოსწავლეები შეძლებენ მუდმივად განათავსონ მოძიებული მასალა.

8. სარგებელი სხვებისთვის:
პროექტი კიდევ ერთხელ შეახსენებს მსმენელს შიდსის ვირუსის საფრთხის შესახებ. შეახსენებს მისგან თავდაცვის ღონისძიებების აუცილებლობაზე და კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება ამ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.

9. სამუშაო ენა:
ქართული

10.მონაწილეები სხვა სკოლიდან:

11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული, ხელოვნება (შექმნან ჩანახატები)

12. პროექტის ფასილიტატორი:
მარინა მენაბდე

13. ფასილიტატორის ელ-ფოსტა:
marinamenabde09@gmail.com

14. პროექტის ფორუმი:

15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
marinamenabde.blogspot.com